წესები და პირობები

ბოლო განახლება: 22 თებერვალი, 2026

18+

ასაკობრივი შეზღუდვა

ეს აპლიკაცია და მომსახურება განკუთვნილია მხოლოდ 18 წელს ზემოთ პირებისთვის. ალკოჰოლური სასმელების შეძენა 18 წლამდე ასაკის პირებისთვის აკრძალულია საქართველოს კანონმდებლობით.

ეს დოკუმენტი წარმოადგენს შპს „არტიზან სპირიტსის" (ს/კ: 402296877) (შემდგომში „კომპანია") ვებ-გვერდის, drunks.store-ის, გამოყენების წესებსა და პირობებს.

ჩვენი მიზანია, მოგაწოდოთ სრულყოფილი ინფორმაცია ვებ-გვერდით სარგებლობის პირობების შესახებ. drunks.store-ის გამოყენება ნიშნავს, რომ თქვენ გაეცანით და სრულად ეთანხმებით წინამდებარე წესებსა და პირობებს.

ზოგადი დებულებები და მოქმედების არეალი

წინამდებარე წესები და პირობები წარმოადგენს სავალდებულო იურიდიულ შეთანხმებას თქვენსა და კომპანიას შორის. ჩვენი სერვისებით სარგებლობა ავტომატურად გულისხმობს, რომ თქვენთვის ცნობილია და სრულად ეთანხმებით ამ წესებსა და პირობებს. ისინი ვრცელდება ყველა მომხმარებელზე, მიუხედავად იმისა, თუ რა ტექნიკური საშუალებით (ვებ-ბრაუზერი, მობილური აპლიკაცია, RSS არხი თუ სხვა საკომუნიკაციო პლატფორმა) ხდება ჩვენს სერვისებზე წვდომა.

მნიშვნელოვანია: drunks.store-ით სარგებლობა აკრძალულია 18 წლამდე ასაკის პირებისთვის. ჩვენ არ ვაგროვებთ და არ ვინახავთ ინფორმაციას არასრულწლოვნების შესახებ. არასრულწლოვანთა მონაცემების დაცვა ჩვენთვის პრიორიტეტულია. თუ აღმოვაჩენთ, რომ მომხმარებელი 18 წლამდეა, მისი პირადი ინფორმაცია დაუყოვნებლივ წაიშლება ჩვენი მონაცემთა ბაზიდან. drunks.store-ის გამოყენებით თქვენ ადასტურებთ, რომ ხართ სულ მცირე 18 წლის.

ტერმინთა განმარტებები:

1.1. წინამდებარე დოკუმენტში გამოყენებულ ტერმინებსა და განმარტებებს გააჩნიათ ქვემოთ მოცემული მნიშვნელობა, თუ კონტექსტი სხვა რამეს არ გულისხმობს:

  • ანგარიში – მომხმარებლის მიერ ვებ-გვერდზე შექმნილი პირადი პროფილი
  • ავტორიზაცია – მომხმარებლის მიერ პირად ანგარიშზე შესვლა
  • წესები – წინამდებარე გამოყენების წესები და პირობები
  • ვებ-გვერდი – drunks.store, რომლის მეშვეობითაც ხორციელდება ჩვენი სერვისების მიწოდება
  • მომხმარებელი – drunks.store-ზე რეგისტრირებული ანგარიშის მფლობელი პირი
  • კომპანია - drunks.store-ის მფლობელი იურიდიული პირი - შპს „არტიზან სპირიტსი", რეგისტრირებული საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საიდენტიფიკაციო კოდი: 402296877, რეგისტრირებული მისამართი: თბილისი, ი. ჭავჭავაძის 37ა
  • მხარეები – კომპანია და მისი მომხმარებლები ერთობლივად
  • ოპერაცია – მომხმარებლის მიერ პირად ანგარიშთან ან/და მომსახურებებთან დაკავშირებით განხორციელებული ნებისმიერი ქმედება
  • უნიკალური იდენტიფიკატორები – drunks.store-ის მომხმარებლების მონაცემთა ერთობლიობა, რომელიც გამოიყენება იდენტიფიკაციის სისტემაში რეგისტრაციისთვის და დისტანციური მომსახურებებით სარგებლობისთვის
  • წვდომის კოდები – პაროლები, მომხმარებლის სახელი, საიდენტიფიკაციო კოდი, უნიკალური იდენტიფიკატორები და/ან სხვა კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელსაც drunks.store შესაძლოა მიაწოდოს მომხმარებელს მომსახურებაზე წვდომისთვის

1.2. მხოლოობითი რიცხვის აღმნიშვნელი სიტყვები ნიშნავს მრავლობითს და პირიქით, სადაც კონტექსტი ამის საშუალებას იძლევა.

ასაკის ვერიფიკაცია (18+)

  • პლატფორმის გამოყენება ნებადართულია მხოლოდ 18 წელს ზემოთ პირებისთვის
  • რეგისტრაციისას თქვენ ადასტურებთ, რომ ხართ 18 წლის ან უფროსი
  • ჩვენ ვითხოვთ პირადი ნომერს და დაბადების თარიღს ასაკის დადასტურებისთვის
  • მიწოდებისას კურიერი შეიძლება მოითხოვოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი
  • ასაკობრივი შეზღუდვის დარღვევის შემთხვევაში შეკვეთა გაუქმდება

ალკოჰოლური სასმელების რეგულაციები

საქართველოს კანონმდებლობა

ალკოჰოლური სასმელების რეალიზაცია და მოხმარება რეგულირდება "თამბაქოს კონტროლის შესახებ" საქართველოს კანონით და სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტებით.

გაყიდვის შეზღუდვები

  • გაყიდვა აკრძალულია 18 წლამდე ასაკის პირებზე
  • გაყიდვა აკრძალულია თვალსაჩინოდ მთვრალ პირებზე
  • აკრძალულია ხელახალი გაყიდვა ლიცენზიის გარეშე

მიწოდების წესები

  • მიწოდება შესაძლებელია მხოლოდ მითითებულ მისამართზე
  • მიმღები პირი უნდა იყოს 18 წლის ან უფროსი
  • კურიერს უფლება აქვს გადაამოწმოს ასაკი და უარი თქვას მიწოდებაზე
  • მიწოდება ხორციელდება Wolt პარტნიორი კურიერების მეშვეობით

ვებ-გვერდით სარგებლობის არსი:

ჩვენი ვებ-გვერდი გაძლევთ შესაძლებლობას: გაეცნოთ დეტალურ ინფორმაციას ჩვენს პროდუქციაზე, შეარჩიოთ და შეიძინოთ სასურველი ნივთები, და განახორციელოთ გადახდა (შემდგომში – „სერვისები"). ონლაინ შეძენილი პროდუქცია სრულად შეესაბამება ფიზიკურ მაღაზიაში არსებულ პროდუქციას, ხოლო მისი გაყიდვის წესები რეგულირდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.

თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია:

პროდუქციის შეძენისას თქვენ გვაწვდით აუცილებელ ინფორმაციას შეკვეთის დასამუშავებლად. თუ თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია არასწორია ან არასრულია, კომპანია იტოვებს უფლებას, გააუქმოს შეკვეთა ან/და უარი თქვას ზარალის ანაზღაურებაზე.

მომხმარებლის ანგარიშის შექმნა და მართვა:

drunks.store-ის სერვისებით სარგებლობისთვის, მყიდველმა უნდა გაიაროს რეგისტრაცია ვებ-გვერდზე. რეგისტრაციის პროცესში საჭიროა მიუთითოთ სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი, ელექტრონული ფოსტა და პაროლი. თქვენი პაროლი ინახება დაშიფრული სახით, რაც უზრუნველყოფს მის უსაფრთხოებას და ხელმისაწვდომობას მხოლოდ თქვენთვის. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, შეგიძლიათ შეარჩიოთ სასურველი პროდუქტები და დაამატოთ ისინი კალათაში. შეკვეთის გასაფორმებლად, საჭიროა შეავსოთ დამატებითი ინფორმაცია, როგორიცაა მობილურის ნომერი, ფაქტიური მისამართი, და აირჩიოთ მიტანისა და გადახდის მეთოდები. შეკვეთის დასრულებამდე აუცილებელია დაადასტუროთ, რომ ეთანხმებით drunks.store-ის მომსახურების წესებსა და პირობებს. ნებისმიერი დამატებითი კითხვის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ელექტრონული ფოსტით: info@drunks.store.

იდენტიფიკაციის სისტემაში რეგისტრირებული უნიკალური იდენტიფიკატორები:

ჩვენი სისტემა იყენებს უნიკალურ იდენტიფიკატორებს თქვენი ანგარიშის უსაფრთხოებისა და სერვისებზე წვდომის უზრუნველსაყოფად:

  • მომხმარებლის სახელი: თქვენ მიერ არჩეული უნიკალური პარამეტრი, რომელიც აუცილებელია დისტანციური სერვისებით სარგებლობისთვის.
  • პაროლი: ავტორიზაციისთვის საჭირო კონფიდენციალური პარამეტრი, რომელსაც თქვენ თავად ადგენთ რეგისტრაციისას. პაროლის შეცვლა/განახლება ნებისმიერ დროს შეგიძლიათ.
  • მობილური ტელეფონის ნომერი: ნომერი, რომელზეც შესაძლოა მიიღოთ ერთჯერადი წვდომის კოდები ან პაროლები გარკვეული ოპერაციების დასადასტურებლად.
  • ელექტრონული ფოსტის მისამართი: მისამართი, რომელზეც შესაძლოა მიიღოთ წვდომის კოდები ან პაროლები. დისტანციური სერვისებით სარგებლობისთვის შესაძლოა საჭირო გახდეს ავტორიზაცია მარტივი (მომხმარებლის სახელი და პაროლი) ან რთული (მომხმარებლის სახელი, პაროლი და ერთჯერადი კოდი) მეთოდით. კომპანია იტოვებს უფლებას, მომსახურების გაუმჯობესებისა და უსაფრთხოების მიზნით, განსაზღვროს დამატებითი ან განსხვავებული საიდენტიფიკაციო პარამეტრები.

ავტორიზაცია:

თქვენი ანგარიშის რეგისტრაციისა და ვერიფიკაციის შემდეგ, ვებ-გვერდით სარგებლობისთვის საჭიროა გაიაროთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია ხორციელდება თქვენი უნიკალური საიდენტიფიკაციო მონაცემების გამოყენებით.

პროდუქტის შერჩევა, შეკვეთის განთავსება და მიღება:

ავტორიზაციის გავლის შემდეგ, თქვენ გადადიხართ ვებ-გვერდის მთავარ გვერდზე, სადაც შეგიძლიათ ნავიგაციის ღილაკების გამოყენებით მოიძიოთ ინფორმაცია. ნავიგაციის საშუალებით შეგიძლიათ შეარჩიოთ პროდუქციის კატეგორია და გაფილტროთ მონაცემები ფასის, მახასიათებლების ან სხვა შეთავაზებული კრიტერიუმების მიხედვით. სასურველი პროდუქტის ასარჩევად და კალათაში დასამატებლად გამოიყენეთ ღილაკი „კალათში დამატება". კალათაში პროდუქტის განთავსების შემდეგ, გადამისამართდებით ანგარიშსწორების გვერდზე, სადაც პროდუქტის ღირებულებას შესაძლოა დაემატოს სხვა სერვისების საფასური. drunks.store-ის საშუალებით შეძენილი პროდუქციის მიღება ხდება წინასწარ განსაზღვრული მიტანის სერვისის წესების მიხედვით. მომხმარებელს ასევე აქვს შეძენილი ნივთის დაბრუნების უფლება, დაბრუნების პირობების გათვალისწინებით.

ანგარიშსწორება drunks.store-სა და მომხმარებელს შორის:

drunks.store-ზე ანგარიშსწორება შესაძლებელია საკრედიტო ან სადებეტო ბარათით (Visa / Mastercard / AMEX). გადახდის განხორციელება ნიშნავს, რომ ეთანხმებით წინამდებარე წესებსა და პირობებს. გადახდის მიმღები არის კომპანია. გადახდის დამუშავებას ახორციელებს საქართველოს ბანკი (BOG). შეკვეთა დადასტურებულად ითვლება გადახდის წარმატებით დასრულების შემდეგ. ნებისმიერი პრობლემის შემთხვევაში, რომელიც დაკავშირებულია ბარათით გადახდასთან, კომპანია გაგიწევთ მხარდაჭერას მომხმარებელთა მომსახურების ცენტრის მეშვეობით.

ფასები:

drunks.store-ზე წარმოდგენილი პროდუქციის ფასები მითითებულია ლარებში (GEL), დღგ-ს ჩათვლით. კომპანია იტოვებს უფლებას, ნებისმიერ დროს შეცვალოს ფასები.

შეკვეთა:

შეკვეთის განთავსების შემდეგ, თქვენ მიიღებთ ავტომატურ დადასტურებას SMS-შეტყობინებით და ელექტრონული ფოსტით. შეკვეთის საბოლოო გაფორმების შემდეგ, ჩვენი ოპერატორი დაგიკავშირდებათ შეკვეთის გადასამოწმებლად, რის შემდეგაც განხორციელდება ტრანსპორტირება.

მიწოდების ზონა და ვადები:

  • მიწოდება ხორციელდება მხოლოდ თბილისში
  • მიწოდების ზონა შემოწმდება მისამართის შეყვანისას
  • სავარაუდო მიწოდების დრო: 30-60 წუთი
  • მიწოდების საფასური განისაზღვრება მისამართის მიხედვით

ადგილზე მიტანა:

ჩვენი პროდუქციის ადგილზე მიტანის სერვისს უზრუნველყოფს კომპანია „ვოლტი" (Wolt). შეკვეთის განთავსების შემდეგ, მიწოდების პირობები, ღირებულება და ვადები განისაზღვრება „ვოლტის" მიერ და ექვემდებარება მათ წესებსა და პირობებს. გთხოვთ, გაეცნოთ „ვოლტის" მიწოდების პოლიტიკას მათი პლატფორმის მეშვეობით.

ნივთის შეძენა, მიწოდების, მიღების და დაბრუნების წესი:

drunks.store-ის საშუალებით შეძენილი პროდუქციის მიღება ხორციელდება წინასწარ განსაზღვრული მიტანის სერვისის წესების შესაბამისად. შეძენილი პროდუქტის მიღება შეუძლია: თავად შემძენს (მომხმარებელს); ან მომხმარებლის მიერ მითითებულ ნებისმიერ სხვა სრულწლოვან პირს. თუ პროდუქტს იბარებს სხვა პირი, მომხმარებელმა უნდა მიაწოდოს კომპანიას ამ პირის პირადი მონაცემები: სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი და მისამართი, რათა უზრუნველყოფილი იყოს სწორი იდენტიფიკაცია და პროდუქტის ჩაბარება. drunks.store იტოვებს უფლებას, ნებისმიერ დროს გააუქმოს მომხმარებლის მიერ განხორციელებული შეკვეთა.

პროდუქციის მიწოდების პირობები:

საიტზე რეგისტრაციითა და შეკვეთის განხორციელებით, თქვენ ადასტურებთ თანხმობას საიტის წესებსა და პირობებზე. რეგისტრაციისას თქვენ ქმნით პროფილს, ირჩევთ პაროლს, მიუთითებთ ელექტრონულ ფოსტას და საკონტაქტო ნომერს მიწოდების მიზნით. თქვენი ინფორმაციის კონფიდენციალურობა დაცულია drunks.store-ის მიერ, ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესაბამისად. პროდუქციის შეძენამდე, გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ პროდუქტის აღწერას, სპეციფიკაციებსა და ფასებს drunks.store-ზე.

პროდუქციის დაბრუნების პირობები:

drunks.store-ის ვებ-გვერდით სარგებლობით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით და ეთანხმებით პროდუქციის დაბრუნების პირობებს.

  • ალკოჰოლური სასმელების დაბრუნება შეუძლებელია (გარდა დეფექტური პროდუქტისა)
  • შეკვეთის გაუქმება შესაძლებელია მიწოდების დაწყებამდე
  • გაუქმების შემთხვევაში თანხა დაგიბრუნდებათ 5-7 სამუშაო დღეში

პროდუქტის დასაბრუნებლად, გთხოვთ, დაუკავშირდეთ ოპერატორს ელექტრონული ფოსტით info@drunks.store. პროდუქტის დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტი ხარვეზიანია (ნივთობრივი ნაკლის მქონე) ან არ შეესაბამება შეკვეთილს. პროდუქცია, რომელზეც დარღვეულია აქციზური მარკის მთლიანობა ან დაკარგული აქვს სასაქონლო სახე, არ ექვემდებარება დაბრუნებას. პროდუქტზე ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში, მყიდველი ვალდებულია დაუყოვნებლივ დაუკავშირდეს ოპერატორს ელექტრონული ფოსტით info@drunks.store.

ლოიალობის პროგრამა:

  • 1₾ შეკვეთა = 1 ქულა
  • ყოველი 1000 ქულა = 1 დონე (მაქსიმუმ 5 დონე)
  • დონის მიხედვით მიიღებთ 1-5% ფასდაკლებას
  • ქულები მოქმედებს 1 წელი

საავტორო უფლებები:

ვებ-გვერდზე განთავსებული ყველა მასალა, მათ შორის სავაჭრო ნიშნები და ლოგოები, განკუთვნილია მხოლოდ არაკომერციული გამოყენებისთვის. ეს მასალები დაცულია საავტორო უფლებებით და წარმოადგენს შპს „არტიზან სპირიტსის" ინტელექტუალურ საკუთრებას. მათზე ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა ქონებრივი და არაქონებრივი უფლება. მკაცრად აკრძალულია ვებ-გვერდზე არსებული ინფორმაციის სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნება, კოპირება, გავრცელება, მოდიფიცირება, ადაპტირება, გადაცემა, შენახვა ან ნებისმიერი სხვა ფორმით ექსპლუატაცია.

პასუხისმგებლობის შეზღუდვა:

თქვენ ადასტურებთ, რომ drunks.store-ის ვებ-გვერდითა და სერვისებით სარგებლობა არის თქვენი თავისუფალი არჩევანი და ხორციელდება თქვენივე რისკით. კომპანია უზრუნველყოფს ვებ-გვერდზე წვდომას და მომსახურების მიწოდებას წინამდებარე წესებისა და პირობების შესაბამისად. ჩვენ არ ვიძლევით დამატებით დაპირებებს ან გარანტიებს სერვისებთან ან პროდუქტებთან დაკავშირებით, რომლებიც მომსახურების ნაწილია. კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში, კომპანია იხსნის პასუხისმგებლობას (მათ შორის, დამაკმაყოფილებელ ხარისხზე ან თქვენს მიზნებთან შესაბამისობაზე). კერძოდ, ჩვენ არ ვაძლევთ გარანტიას, რომ ვებ-გვერდი ან/და სერვისები იქნება მუდმივად ხელმისაწვდომი, თავისუფალი პროგრამული შეცდომებისგან, ვირუსებისგან ან სხვა ხარვეზებისგან.

თქვენ ეთანხმებით, რომ კომპანია არ იქნება პასუხისმგებელი თქვენს ან მესამე პირის წინაშე ვებ-გვერდზე წვდომის შეზღუდვის, შეწყვეტის ან რაიმე ცვლილების შემთხვევაში. თქვენ ასევე ეთანხმებით, რომ თუ კომპანიის ვებ-გვერდი არ იმუშავებს გამართულად, ოპერაციის/ტრანზაქციის შეფერხების ან შეწყვეტის, მონაცემების ან კონტაქტის დაკარგვის, ან ხაზების დაზიანების, მესამე პირთა მიერ საიტის ან მისი შემადგენლობის უკანონო გამოყენების, ან ნებისმიერი ჩვენს კონტროლს მიღმა არსებული გარემოების შემთხვევაში: კომპანია არ არის პასუხისმგებელი ნებისმიერ დანაკარგზე, რომელიც გამოწვეულია ზემოაღნიშნულით, და ასეთი დანაკარგი არ ანაზღაურდება.

მნიშვნელოვანი: კომპანია პასუხს არ აგებს ალკოჰოლის ჭარბად მოხმარებით გამოწვეულ ზიანზე. მომხმარებელი ვალდებულია მოიხმაროს ალკოჰოლი პასუხისმგებლობით.

drunks.store პასუხისმგებელია: მომხმარებლის წინაშე პირად ანგარიშზე ოპერაციების სისწორესა და დროულობაზე, წინამდებარე პირობებითა და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესების შესაბამისად; პირად ანგარიშზე წარმოებული ოპერაციების შესახებ ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

პირადი ანგარიშის დახურვა და სარგებლობის შეზღუდვა:

drunks.store უფლებამოსილია ცალმხრივად, ელექტრონული ფოსტით გაგზავნილი შეტყობინების საფუძველზე, შეუწყვიტოს ან შეუზღუდოს მომხმარებელს ვებ-გვერდით სარგებლობის უფლება, თუ მიიჩნევს, რომ დაირღვა წინამდებარე წესებისა და პირობების მოთხოვნები. ასეთ შემთხვევაში, ანგარიშის დახურვა ან სარგებლობის შეზღუდვა ძალაში შედის შეტყობინების ჩაბარების მომენტიდან. თუ კომპანია დახურავს ანგარიშს ან შეზღუდავს მის გამოყენებას განსაზღვრული მიზეზით, მომხმარებელს არ აქვს უფლება, შექმნას ახალი ანგარიში საკუთარი ან სხვისი სახელით. მომხმარებელს შეუძლია ნებისმიერ დროს შეწყვიტოს drunks.store-ის გამოყენება, თუმცა ეს არ აუქმებს წინამდებარე დოკუმენტით გათვალისწინებულ კონფიდენციალურობის ვალდებულებას.

ვიტოვებთ უფლებას შევაჩეროთ ან გავაუქმოთ ანგარიში ამ პირობების დარღვევის, თაღლითობის ეჭვის, ან არამართლზომიერი გამოყენების შემთხვევაში.

ცვლილებები:

კომპანია იტოვებს უფლებას, ნებისმიერ დროს შეიტანოს ცვლილებები წინამდებარე წესებსა და პირობებში. ასევე, შესაძლებელია განხორციელდეს ვებ-გვერდის რედიზაინი ან შეიცვალოს პროდუქციის ტარიფები. კომპანიას არ ეკისრება ვალდებულება, ინდივიდუალურად გაცნობოთ ვებ-გვერდზე განხორციელებული ცვლილებების შესახებ.

მოქმედი კანონმდებლობა და დავების გადაწყვეტა:

წინამდებარე წესები და პირობები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით და უნდა განიმარტოს მისი შესაბამისად, მიუხედავად მომხმარებლის საცხოვრებელი ადგილისა. ნებისმიერი სარჩელი ან დავა, რომელიც წარმოიშობა ან დაკავშირებულია მომხმარებლის მიერ კომპანიის სერვისებით სარგებლობასთან, ან ამ წესებისა და პირობების დებულებებთან, უნდა წარედგინოს მხოლოდ საქართველოს სასამართლოებს.

ფორს-მაჟორი:

კომპანია და რეგისტრირებული მომხმარებელი თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისგან, თუ წინამდებარე წესებისა და პირობების შეუსრულებლობა გამოწვეულია დაუძლეველი ძალის (ფორს-მაჟორის) მოქმედებით. ფორს-მაჟორული ვითარება მოიცავს: სტიქიურ უბედურებებს, ხანძარს, მასობრივ არეულობებს, გაფიცვებს, საომარ მოქმედებებს ან სხვა გარემოებებს, რომლებიც მხარეების კონტროლს მიღმაა. drunks.store-ის მიზნებისთვის, ფორს-მაჟორად ასევე განიხილება პროგრამის, საიტის სერვერის ან სისტემის დაზიანება ან/და კიბერშეტევა, რაც იწვევს საიტის ნორმალური ფუნქციონირების შეუძლებლობას ან შეფერხებას. თითოეული მხარე ვალდებულია, ფორს-მაჟორული მდგომარეობის წარმოშობიდან არაუგვიანეს 24 საათისა, აცნობოს მეორე მხარეს ამგვარი გარემოებების შესახებ და, თუ შესაძლებელია, წარმოადგინოს დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ასევე, შეძლებისდაგვარად იზრუნოს ამ გარემოებების აღმოფხვრაზე. მხარეთა შეთანხმებით, ხელშეკრულება ჩვეულებრივ გრძელდება ფორს-მაჟორული ვითარების აღმოფხვრის შემდეგ.

საკონტაქტო ინფორმაცია:

ნებისმიერი შეკითხვის შემთხვევაში, რომელიც უკავშირდება წინამდებარე წესებსა და პირობებს ან ვებ-გვერდზე განთავსებულ ინფორმაციას, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ:

შპს „არტიზან სპირიტსი"

  • საიდენტიფიკაციო კოდი: 402296877
  • მისამართი: თბილისი, ი. ჭავჭავაძის 37ა
  • საკონტაქტო ტელეფონი: +995 596 004 455
  • ელ. ფოსტა: info@drunks.store