მონაცემთა დაცვა და კონფიდენციალურობის პოლიტიკა
ბოლო განახლება: 2026 წლის 29 ოქტომბერი
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება drunks.store-ზე. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია თქვენი პერსონალური მონაცემების დაცვა და კონფიდენციალურობის უზრუნველყოფა. წინამდებარე დოკუმენტი განმარტავს, თუ როგორ ვაგროვებთ, ვამუშავებთ და ვიცავთ თქვენს ინფორმაციას.
drunks.store-ზე შემოსვლით და სარგებლობით, თქვენ ეთანხმებით წინამდებარე მონაცემთა დაცვისა და კონფიდენციალურობის პოლიტიკას. თუ არ ეთანხმებით ამ პირობებს, გთხოვთ, შეწყვიტოთ ვებსაიტით სარგებლობა.
ჩვენი კომპანია, შპს არტიზან სპირიტსი, მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ძირითადი პრინციპების შესაბამისად, განსაკუთრებით კი 2024 წლის 1 მარტიდან ამოქმედებული „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს ახალი კანონის გათვალისწინებით, რომელიც GDPR-ის (ევროკავშირის მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაცია) ფარგლებს იმეორებს.
ჩვენი ძირითადი პრინციპები:
- კანონიერება, სამართლიანობა და გამჭვირვალობა: თქვენი მონაცემები მუშავდება კანონიერად, სამართლიანად და გამჭვირვალედ.
- მიზნობრივი შეზღუდვა: მონაცემები გროვდება მხოლოდ განსაზღვრული, მკაფიო და ლეგიტიმური მიზნებისთვის. მათი შემდგომი დამუშავება, რომელიც არ შეესაბამება თავდაპირველ მიზნებს, დაუშვებელია.
- მონაცემთა მინიმიზაცია: ვამუშავებთ მხოლოდ იმ მონაცემებს, რომლებიც აუცილებელია დასახული ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად.
- სიზუსტე: ვცდილობთ, რომ თქვენი მონაცემები იყოს ზუსტი და განახლებული. არაზუსტი მონაცემები გასწორდება ან განადგურდება დაუყოვნებლივ.
- შენახვის შეზღუდვა: მონაცემები ინახება მხოლოდ იმ პერიოდის განმავლობაში, რაც აუცილებელია ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად. ამ ვადის გასვლის შემდეგ, მონაცემები ნადგურდება ან დეპერსონალიზდება.
- უსაფრთხოება და კონფიდენციალურობა: ვიყენებთ შესაბამის ტექნიკურ და ორგანიზაციულ ზომებს თქვენი მონაცემების დასაცავად არაავტორიზებული ან უკანონო დამუშავებისგან, შემთხვევითი დაკარგვისგან, განადგურებისგან ან დაზიანებისგან.
ჩვენი თანამშრომლები, რომლებსაც თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში აქვთ წვდომა პერსონალურ მონაცემებთან, ხელშეკრულების საფუძველზე ვალდებულნი არიან დაიცვან მონაცემთა კონფიდენციალურობა. შპს არტიზან სპირიტსი არ ყიდის და არ გადასცემს თქვენს პერსონალურ მონაცემებს სხვა კომპანიებსა თუ ორგანიზაციებს პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის.
რომელი პერსონალური მონაცემები გროვდება ჩვენთან:
ვებ-გვერდზე ხდება რამდენიმე კატეგორიის პერსონალური მონაცემის შეგროვება და დამუშავება, რათა უზრუნველვყოთ ჩვენი სერვისების სრულფასოვანი მიწოდება:
პირადი ინფორმაცია:
- სახელი და გვარი - შეკვეთების დამუშავებისა და მიწოდებისთვის (კურიერი მიმღებს ამ სახელით ამოწმებს პირადობის დოკუმენტში)
- ელექტრონული ფოსტა - შეკვეთის დადასტურება და შეტყობინებები; ანგარიშის შექმნა; მარკეტინგული შეტყობინებები მხოლოდ თქვენი თანხმობით
- ტელეფონის ნომერი - მიწოდების კოორდინაცია კურიერთან და შეტყობინებები შეკვეთის შესახებ; ანგარიშის მქონე მომხმარებლისთვის - პაროლის აღდგენა. შეკვეთისთვის ნომრის SMS-ით დადასტურება არ მოითხოვება
მისამართის მონაცემები:
- მიწოდების მისამართი - ქუჩა, ბინა, სართული, სადარბაზო
- GPS კოორდინატები - მიწოდების ზონის დადასტურება
- მითითებები კურიერისთვის
შეკვეთის მონაცემები:
- შეკვეთის შემადგენლობა, თანხა და მიწოდების მეთოდი
- თქვენი დადასტურებების დრო - ანგარიშის გარეშე გაფორმებული შეკვეთისას - 18+ ასაკისა და წესებსა და პირობებზე თანხმობის დადასტურების დრო ინახება შეკვეთასთან ერთად
- კავშირის ტექნიკური იდენტიფიკატორი - შეკვეთასთან ერთად ინახება არა თავად IP მისამართი, არამედ მისგან მიღებული ჰეშირებული მნიშვნელობა; გამოიყენება მხოლოდ თაღლითობისა და ბოროტად გამოყენების პრევენციისთვის
გადახდის მონაცემები:
- ბარათის ბოლო 4 ციფრი - შენახული ბარათების იდენტიფიკაცია (მხოლოდ თუ თავად აირჩევთ ბარათის შენახვას)
- ტრანზაქციის ისტორია - შეკვეთის სტატუსი, თანხა, თარიღი
- სრული ბარათის მონაცემები არ ინახება ჩვენს სერვერებზე - გადახდის ინფორმაციას ამუშავებს საქართველოს ბანკი (BOG)
მოწყობილობის მონაცემები:
- მოწყობილობის ტიპი და ოპერაციული სისტემა
- Push notification token
- IP მისამართი
ავტომატურად შეგროვებული ინფორმაცია:
როდესაც სტუმრობთ drunks.store-ს, ჩვენ ვაგროვებთ ინფორმაციას, რომელსაც თქვენი ბრაუზერი გზავნის. ეს შეიძლება შეიცავდეს: თქვენი კომპიუტერის ინტერნეტ პროტოკოლის (IP) მისამართს, ბრაუზერის ტიპს, გვერდების მისამართებს, საიდანაც გვესტუმრეთ, თქვენი ვიზიტის დროსა და თარიღს, ვებ-გვერდზე გატარებულ პერიოდს და სხვა სტატისტიკურ მონაცემებს. ამ მონაცემებს ვამუშავებთ ვებ-გვერდის გამოყენების სტატისტიკისა და სარეკლამო კამპანიების ეფექტიანობის გასაზომად Google Analytics-ისა და Meta Pixel-ის გამოყენებით (იხ. „ვის შეიძლება გადაეცეს პერსონალური მონაცემები").
მონაცემთა დამუშავების ფართო გაგება: გაითვალისწინეთ, რომ „მონაცემთა დამუშავება" მოიცავს ნებისმიერ ოპერაციას, რომელიც ხორციელდება პერსონალურ მონაცემებზე, მათ შორის: შეგროვება, მოპოვება, წვდომა, ფოტო- ან ვიდეო/აუდიო მონიტორინგი, ორგანიზება, დაჯგუფება, ურთიერთდაკავშირება, შენახვა, შეცვლა, მოძიება, გამოყენება, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება.
შეკვეთა ანგარიშის გარეშე და ანგარიშის ავტომატური შექმნა:
ანგარიშის გარეშე შეკვეთისას ჩვენ ვამუშავებთ მხოლოდ შეკვეთის შესასრულებლად აუცილებელ მონაცემებს: სახელს, საკონტაქტო ტელეფონის ნომერს (ნებისმიერი ქვეყნის; SMS-ით არ მოწმდება), მისამართს (მათ შორის კოორდინატებს მიწოდების ზონის დასადასტურებლად), ელექტრონულ ფოსტას (როდესაც ის მოთხოვნილია ან თავად მიუთითებთ) და შეკვეთის შემადგენლობას.
წარმატებული გადახდის შემდეგ, თუ ელექტრონული ფოსტა მიუთითეთ, ამავე მონაცემებით (სახელი, გვარი, ელექტრონული ფოსტა, ტელეფონი, მიწოდების მისამართი) ავტომატურად ვქმნით თქვენთვის ანგარიშს, მივაბამთ მას გადახდილ შეკვეთას და ელექტრონული ფოსტით გამოგიგზავნით ბმულს პაროლის დასაყენებლად, რათა შეძლოთ შეკვეთის თვალყურის დევნება და ანგარიშის ფუნქციებით სარგებლობა. თუ ამ ელექტრონული ფოსტით ანგარიში უკვე არსებობს, შეკვეთა მას ავტომატურად არ მიებმება. ანგარიშის წაშლა შეგიძლიათ ნებისმიერ დროს (იხ. „ანგარიშის წაშლა"). თუ ელექტრონული ფოსტა არ მიგითითებიათ, ანგარიში შეიძლება შეიქმნას თქვენი საქართველოს მობილური ტელეფონის ნომრით: მაშინ ანგარიშში ამ ნომრით შეხვალთ, ხოლო პაროლის დასაყენებელ ბმულს SMS-ით გამოგიგზავნით.
შეკვეთის სტატუსის სანახავად თქვენს ბრაუზერში ინახება შეკვეთასთან დაკავშირებული დაცული წვდომის ნიშანი (cookie და ბრაუზერის ლოკალური მეხსიერება; იხ. „Cookies"). ვებ-გვერდმა შეიძლება დაიმახსოვროს თქვენი საკონტაქტო მონაცემები თქვენს მოწყობილობაზე შემდეგი შეკვეთისთვის (ეს არჩევანი შეკვეთის გვერდზე ჩანს და შეგიძლიათ გამორთოთ): ისინი ინახება მხოლოდ თქვენს ბრაუზერში (მაქსიმუმ 180 დღე) და შეკვეთის გარეშე სერვერზე არ იგზავნება.
პირადი ნომერი და დაბადების თარიღი:
შეკვეთის გასაფორმებლად და ანგარიშის შესაქმნელად ჩვენ აღარ ვითხოვთ პირად ნომერს და დაბადების თარიღს. ასაკობრივი შეზღუდვის (18+) დაცვა ხდება თქვენი დადასტურებით შეკვეთისას და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის შემოწმებით ჩაბარებისას კურიერის მიერ.
მონაცემები, რომლებიც ადრე რეგისტრირებულმა მომხმარებლებმა მოგვაწოდეს, ჩვენთან ინახება უცვლელად, არ გამოიყენება შეკვეთის გაფორმებისთვის და ვებ-გვერდზე აღარ გამოჩნდება. თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს მოითხოვოთ ამ მონაცემების წაშლა: info@drunks.store. სარეზერვო ასლებში წაშლილი მონაცემები შეიძლება დარჩეს არაუმეტეს 12 თვისა.
როგორ ვიყენებთ მონაცემებს:
- შეკვეთების დამუშავება და მიწოდება
- ანგარიშის მართვა და უსაფრთხოება; ანგარიშის ავტომატური შექმნა გადახდილი შეკვეთის შემდეგ
- ასაკობრივი შეზღუდვის (18+) დაცვა: თქვენი დადასტურება შეკვეთისას და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის შემოწმება ჩაბარებისას კურიერის მიერ (კურიერის მიერ ნანახი დოკუმენტის მონაცემებს ჩვენ არ ვინახავთ)
- მომხმარებელთან კომუნიკაცია და მხარდაჭერა (მათ შორის ონლაინ ჩატი)
- ლოიალობის პროგრამის მართვა
- თაღლითობისა და ბოროტად გამოყენების პრევენცია
- სერვისის გაუმჯობესება; ვებ-გვერდის გამოყენების სტატისტიკა და სარეკლამო კამპანიების ეფექტიანობის გაზომვა
- მარკეტინგული შეტყობინებები (თქვენი თანხმობით)
- შეკვეთის დადასტურების შესახებ ინფორმირება
- ახალი პროდუქტის შეთავაზების შესახებ ინფორმირება
ვის შეიძლება გადაეცეს პერსონალური მონაცემები:
თქვენი პერსონალური მონაცემების გადაცემა მესამე პირებისთვის შეიძლება მოხდეს მხოლოდ კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში ან თქვენი მკაფიო თანხმობით. საიტზე პროდუქციის შეძენის ფარგლებში, ზოგიერთი კატეგორიის პერსონალური მონაცემების მიმღები შესაძლოა იყოს:
საქართველოს ბანკი (BOG):
- მიზანი: ონლაინ გადახდების დამუშავება
- მონაცემები: ტრანზაქციის თანხა, ბარათის ტოკენი
- პოლიტიკა: bankofgeorgia.ge/privacy
Google Maps API:
- მიზანი: მისამართის ავტოდასრულება, რუკის ჩვენება
- მონაცემები: მდებარეობის კოორდინატები, საძიებო ტექსტი
- პოლიტიკა: policies.google.com/privacy
Wolt:
- მიზანი: მიწოდების სერვისი
- მონაცემები: მიწოდების მისამართი, შეკვეთის დეტალები, მიმღების სახელი და გვარი, საკონტაქტო ტელეფონი (ნებისმიერი ქვეყნის); კურიერი ამ სახელით ამოწმებს პირადობის დოკუმენტს ჩაბარებისას
- პოლიტიკა: wolt.com/privacy
sender.ge (SMS-მომსახურება):
- მიზანი: SMS-შეტყობინებები საქართველოს მობილურ ნომრებზე: შეტყობინებები შეკვეთის შესახებ; ანგარიშის მქონე მომხმარებლისთვის - პაროლის აღდგენის კოდი
- მონაცემები: ტელეფონის ნომერი, შეტყობინების ტექსტი
Telegram:
- მიზანი: მხარდაჭერის ონლაინ ჩატი - თქვენი შეტყობინებები ჩვენს თანამშრომლებს Telegram-ის საშუალებით მიეწოდება; ასევე ყოველი შეკვეთის (ანგარიშით ან მის გარეშე) შესახებ ჩვენს თანამშრომლებს Telegram-ით ავტომატურად ეგზავნებათ შეტყობინება, რომელიც სტატუსის ცვლილებისას განახლდება
- მონაცემები: ჩატის შინაარსი და მიმაგრებული ფაილები, თქვენ მიერ მითითებული სახელი და ელექტრონული ფოსტა; ყოველი შეკვეთისას - შეკვეთის მონაცემები (სახელი, ტელეფონი, ელექტრონული ფოსტა, მისამართი, შემადგენლობა)
- პოლიტიკა: telegram.org/privacy
Firebase Cloud Messaging (Google):
- მიზანი: push შეტყობინებები მობილურ აპლიკაციაში
- მონაცემები: მოწყობილობის push ტოკენი
- პოლიტიკა: firebase.google.com/support/privacy
Google Analytics:
- მიზანი: ვებ-გვერდის გამოყენების სტატისტიკა
- მონაცემები: ნანახი გვერდები და მოქმედებები ვებ-გვერდზე (მაგალითად, კალათაში დამატება, შეკვეთა), მოწყობილობისა და ბრაუზერის მონაცემები, სავარაუდო მდებარეობა IP მისამართის მიხედვით, cookie იდენტიფიკატორი
- პოლიტიკა: policies.google.com/privacy
Meta (Facebook) Pixel და Conversions API:
- მიზანი: სარეკლამო კამპანიების ეფექტიანობის გაზომვა
- მონაცემები: ნანახი გვერდები და შეკვეთის მოვლენები, ბრაუზერის იდენტიფიკატორები (cookie), IP მისამართი და ბრაუზერის მონაცემები; შეკვეთის მოვლენისას შეიძლება გადაიცეს ჰეშირებული (SHA-256) ელექტრონული ფოსტა და ტელეფონის ნომერი
- პოლიტიკა: facebook.com/privacy/policy
Google Pay და Apple Pay:
- მიზანი: გადახდა ციფრული საფულით (თუ ამ მეთოდს აირჩევთ)
- მონაცემები: გადახდის ტოკენი; ბარათის მონაცემებს ჩვენ არ ვიღებთ
- პოლიტიკა: policies.google.com/privacy; apple.com/legal/privacy
Google და Apple (ანგარიშით შესვლა):
- მიზანი: ანგარიშით შესვლა - მხოლოდ თუ ამ შესაძლებლობით სარგებლობთ
- მონაცემები: სახელი, ელექტრონული ფოსტა და ანგარიშის იდენტიფიკატორი
Cloudflare Turnstile:
- მიზანი: ავტომატური პროგრამებისგან (ბოტებისგან) დაცვა შეკვეთის გაფორმებისას, როდესაც ეს შემოწმება ჩართულია
- მონაცემები: IP მისამართი და ბრაუზერის მონაცემები
- პოლიტიკა: cloudflare.com/privacypolicy
ზოგიერთი ზემოთ ჩამოთვლილი მიმღები (მაგალითად, Google, Meta, Telegram, Cloudflare, Apple და Wolt) მონაცემებს შესაძლოა ამუშავებდეს საქართველოს ფარგლებს გარეთ.
უნებლიედ მოპოვებული მონაცემები: თუ ვინმე უნებლიედ მოიპოვებს სხვა პირის მონაცემებს, რომლებიც მისთვის არ იყო განკუთვნილი, მან უნდა დაიცვას მონაცემთა სუბიექტის უფლებები და თავი შეიკავოს ასეთი მონაცემების ნებისმიერი უკანონო დამუშავებისგან.
Cookies – „მზა ჩანაწერები":
ვებ-გვერდის სრულყოფის მიზნით, drunks.store იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს და ბრაუზერის ლოკალურ მეხსიერებას, რათა შემოგთავაზოთ თქვენზე მორგებული და საინტერესო კონტენტი. მათ შორის:
- აუცილებელი: შესვლის სესია, კალათა, ასაკის დადასტურების ნიშანი, ენის არჩევანი
- ანგარიშის გარეშე გაფორმებული შეკვეთის დაცული წვდომის ნიშანი: cookie და ბრაუზერის ლოკალური მეხსიერება, 30 დღემდე
- არჩევითი: თქვენს მოწყობილობაზე დამახსოვრებული საკონტაქტო მონაცემები, 180 დღემდე
- სტატისტიკისა და რეკლამის: Google Analytics-ისა და Meta Pixel-ის cookie ფაილები
ვიზიტორებს, რომელთაც არ სურთ Cookie ფაილების გამოყენება, შეუძლიათ მოარგონ თავიანთი ინტერნეტბრაუზერები ისე, რომ მათ უარყონ Cookie ფაილები. გაცნობებთ, რომ აღნიშნული ფაილების გარეშე, შესაძლოა, ვებ-გვერდმა გამართულად და სრულყოფილად არ იფუნქციონიროს.
თუ თქვენ განაგრძობთ drunks.store-ზე ნავიგაციას Cookie პარამეტრების შეცვლის გარეშე, ეს ნიშნავს, რომ ავტომატურად ეთანხმებით Cookie ფაილების გამოყენებას.
კონფიდენციალურობის დაცვა:
შპს არტიზან სპირიტსი უზრუნველყოფს მისთვის მიწოდებული კონფიდენციალური ინფორმაციის მაქსიმალურ დაცულობას კანონმდებლობით დადგენილი წესით. კომპანიის მხრიდან კონფიდენციალური ინფორმაციის გადაცემა ხორციელდება თქვენი წინასწარი თანხმობით, ან კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
ჩვენ მაქსიმალურად ვზრუნავთ თქვენი პირადი კონფიდენციალური ინფორმაციის უსაფრთხოებასა და გაუმჟღავნებლობაზე. თუმცა, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მონაცემების დისტანციურად მოწოდების პროცესი არ არის დაშიფრული, კომპანია იხსნის პასუხისმგებლობას მესამე პირების მიერ თქვენი მონაცემების არასანქცირებულ წვდომაზე ამ მონაცემების კომპანიისთვის მოწოდების დროს. კონფიდენციალური ინფორმაციის მოწოდებისას, მომხმარებელი ვალდებულია, არ გამოიყენოს ისეთი ავტომატური საშუალებები, რომლებმაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას კომპანიის უსაფრთხოებასა და დაცულობას.
ვებ-გვერდის სტუმრობისას, თქვენ მიერ დატოვებული ნებისმიერი „ელექტრონული ნაკვალევი" შესაძლოა გამოყენებულ იქნას კომპანიისთვის დამახასიათებელი ტექნიკური ოპერაციების განსახორციელებლად, სტატისტიკის საწარმოებლად, ან საიტის ხარისხის გასაუმჯობესებლად.
წინამდებარე წესებსა და პირობებზე დათანხმებით, მომხმარებელი ადასტურებს კომპანიისთვის მინიჭებულ უფლებას, გაუგზავნოს მომხმარებელს შეტყობინება (მათ შორის, ელექტრონული ფორმით: მოკლე ტექსტური შეტყობინება, ელექტრონული ფოსტა) ვებ-გვერდზე მითითებული პროდუქტისა თუ მომსახურების თაობაზე.
მონაცემთა უსაფრთხოების შესახებ:
შპს არტიზან სპირიტსი იყენებს უსაფრთხოების ტექნიკურ და ორგანიზაციულ ზომებს, რომელიც უზრუნველყოფს მონაცემთა დაცვას შემთხვევითი ან/და განზრახი უკანონო დამუშავების, დაკარგვის, განადგურების, შეცვლის, გამჟღავნების, მოპოვებისა ან გამოყენებისაგან. ჩვენ ვცდილობთ, ამ მიმართულებით უსაფრთხოების ღონისძიებების მუდმივ დახვეწას და დამუშავებას.
ტექნიკური უსაფრთხოების ზომები:
- HTTPS დაშიფვრა ყველა კომუნიკაციისთვის
- JWT ავთენტიფიკაცია
- წვდომის კონტროლი და აუდიტი
მონაცემთა უსაფრთხოების ინციდენტები: „ინციდენტი" განისაზღვრება, როგორც მონაცემთა უსაფრთხოების დარღვევა, რამაც გამოიწვია მონაცემთა უკანონო ან შემთხვევითი დაზიანება ან დაკარგვა, ან მონაცემთა არაავტორიზებული გამჟღავნება, განადგურება, შეცვლა, წვდომა, ან მონაცემთა შეგროვება/მოპოვება, ან სხვა არაავტორიზებული დამუშავება. ჩვენ გვაქვს პროცედურები ასეთი ინციდენტების იდენტიფიცირებისა და მართვისთვის.
მომხმარებლის უფლებების შესახებ:
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, მომხმარებელს უფლება აქვს:
- წვდომა - მოითხოვოს ინფორმაცია მის შესახებ მონაცემთა დამუშავების თაობაზე და მიიღოს თქვენი მონაცემების ასლი
- შესწორება - მოითხოვოს მის შესახებ არსებულ მონაცემთა გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და განადგურება
- წაშლა - უარი განაცხადოს მის მიერვე გაცემულ თანხმობაზე და მოითხოვოს მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა ან/და დამუშავებული მონაცემების განადგურება
- გადატანა - მოითხოვოს მონაცემთა გადაცემა (პორტაბელურობა) სტრუქტურირებულ ფორმატში
- ნებისმიერ დროს, მოითხოვოს მის შესახებ მონაცემთა პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის გამოყენების შეწყვეტა
- გაჩნდეს უფლებები ავტომატიზებულ ინდივიდუალურ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით
- გაასაჩივროს მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები ან ქმედებები
თუ მომხმარებელს სურს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლების განხორციელება, ეს შესაძლებელია წერილობით ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. გთხოვთ, თქვენი მოთხოვნის შესახებ, წერილობითი შეტყობინება (სახელის და გვარის და საკონტაქტო ინფორმაციის მითითებით) გამოგზავნოთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: info@drunks.store.
პერსონალური მონაცემების შენახვის ვადა:
ანგარიშის მონაცემები ინახება ანგარიშის წაშლამდე. შეკვეთასთან დაკავშირებული ჩანაწერები (მათ შორის ანგარიშის გარეშე გაფორმებული შეკვეთებისა) ინახება კანონმდებლობით დადგენილ ვადებში.
შენახვის ვადები მონაცემების ტიპის მიხედვით:
- ანგარიშის მონაცემები - ანგარიშის წაშლამდე
- შეკვეთის ისტორია - 7 წელი (საგადასახადო კანონმდებლობა); ანგარიშის გარეშე გაფორმებული შეკვეთის საკონტაქტო მონაცემები ინახება შეკვეთის ჩანაწერთან ერთად
- ტრანზაქციის ჩანაწერები - 7 წელი
- მხარდაჭერის ჩატის მიმოწერა - მხარდაჭერისა და დავების განხილვისთვის საჭირო ვადით; წაიშლება თქვენი მოთხოვნით (კანონით დადგენილი ჩანაწერების გარდა)
- ადრე რეგისტრირებული მომხმარებლების პირადი ნომერი და დაბადების თარიღი - იხ. „პირადი ნომერი და დაბადების თარიღი": ინახება უცვლელად, არ გამოიყენება, წაიშლება მოთხოვნით
- სარეზერვო ასლები - წაშლილი მონაცემები შეიძლება დარჩეს არაუმეტეს 12 თვისა
ინფორმაცია ინახება შემდეგი მიზნებისთვის:
- კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულებების დადასტურების მიზნით
- მომხმარებლის წინაშე არსებული ვალდებულებების შესრულების დადასტურების მიზნით
- საჩივრების არსებობის შემთხვევაში კომპანიის უფლებების დაცვის მიზნით
თუ ფიქრობთ, რომ კომპანიის ბაზაში შენახული რომელიმე მონაცემი არასწორი ან არასრულია, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ info@drunks.store-ზე, რათა მიღებულ იქნას ყველა ზომა აღნიშნული ხარვეზის გამოსასწორებლად.
ანგარიშის წაშლა:
შეგიძლიათ წაშალოთ თქვენი ანგარიში აპლიკაციის პარამეტრებიდან ან მოგვმართოთ: info@drunks.store
წაშლის შემდეგ, თქვენი პერსონალური მონაცემები წაიშლება დაუყოვნებლივ, გარდა იმ მონაცემებისა, რომლებიც საჭიროა სამართლებრივი ვალდებულებების შესასრულებლად (შეკვეთის ისტორია და ტრანზაქციის ჩანაწერები 7 წლის განმავლობაში საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად). ანგარიშის გარეშე გაფორმებული შეკვეთის მონაცემებისთვის მოგვმართეთ info@drunks.store-ზე შეკვეთის ნომრის მითითებით.
ცვლილებები მონაცემთა დაცვის პოლიტიკის დოკუმენტში:
შპს არტიზან სპირიტსი იტოვებს უფლებას, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში, დროდადრო შეიტანოს ცვლილებები წინამდებარე მონაცემთა დაცვის პოლიტიკის დოკუმენტში. ნებისმიერი ცვლილება ძალაში შევა ვებ-გვერდზე გამოქვეყნებისთანავე.
საკონტაქტო ინფორმაცია:
კონფიდენციალურობასთან დაკავშირებული კითხვებისთვის:
შპს „არტიზან სპირიტსი"
- საიდენტიფიკაციო კოდი: 402296877
- მისამართი: თბილისი, ი. ჭავჭავაძის 37ა
- საკონტაქტო ტელეფონი: +995 596 004 455
- ელ. ფოსტა: info@drunks.store