
0
ასკანელის ქართული ბრენდი VS გამოირჩევა რბილი, ხავერდოვანი და ოდნავ ცხარე გემოთი, სადაც იგრძნობა ქიშმიშისა და თხილის ნოტები. არომატი მდიდარია ხილისა და ყვავილების ტონებით. სასმელი განსაკუთრებით უხდება შავ შოკოლადს, ხილს, შებოლილ ხორცსა და ყველს და წარმოდგენილია ასკანელის ბრენდირებულ თეთრ სასაჩუქრე ყუთში.
ასკანელის ისტორია სოფელ ასკანას უკავშირდება და სათავეს იღებს მე-19 საუკუნის ბოლოს. დღეს ბრენდი აწარმოებს 60-ზე მეტ დასახელების ღვინოსა და ალკოჰოლურ სასმელს და ფლობს საწარმოებს კახეთში, გურიასა და თბილისში.